რაჭაში, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.