შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
18 გარდაცვლილი, 12 იდენტიფიცირებული და 17 დაკარგული – ასეთია 6 აგვისტოს მონაცემებით შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები.
სტიქიის ეპიცენტრია კოტეჯების ტერიტორია, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. სამძებრო სამუშოები უწყვეტად გრძელდება. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.