„ჩვენ არავის შეურაცხყოფა არ გვსურდა და ბოდიშს ვიხდით“კონცერტის შემდეგ The Killers-ი განცხადებას ავრცელებს

Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტის დროს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფი განცხადებას ავრცელებს და მსმენელებს ბოდიშს უხდის.

“კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი მიზანი ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა! აუდიტორიიდან ადამიანების დრამზე დასაკრავად მოწვევის მრავალწლიანი ტრადიცია გვაქვს და დარბაზში შეკრებილი მსმენელების თავდაპირველი რეაქციიდან ჩანდა, რომ თითქოს არ იყო უარყოფითად განწყობილი ჩვენს მიერ შერჩეული ადამიანისადმი.

გვესმის, რომ კომენტარი, რომელიც გულისხმობდა, რომ The Killers-ის ყველა მსმენელი და თაყვანისმცემელი “ძმები და დები” არიან, შესაძლოა, არასწორად ინტერპრეტირდეს. ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით”. – წერს ჯგუფი The Killers.