კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის გაგარინის ქუჩაზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 9 აგვისტოს 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
ასლანიკაშვილის და ბათუმის ლუწები, კონსტიტუციის (გასასვლელები), ბარათაშვილის, 9 მაისის, გრძელიძის, მაიაკოვსკი (გასასვლელები), ქაშაკაშვილის (ჩიხები), ოსტროვსკის (ჩიხები), სარაჯიშვილის, რუსთაველის (გასასვლელებით), დ. გარეჯის (ჩიხები), ბალანჩივაძის (გასასვლელები), არაყიშვილის (გასასვლელები) და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებს
კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.