დავით შერაზადიშვილი შავი ზღვის ღვინის ფესტივალს დაესწრო

შავი ზღვის ღვინის ფესტივალს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ბოლნისის აგროცენტრიც შეუერთდა და ადგილობრივი მარნების ადგილწარმოშობის დასახელების, მაღალი ხარისხის, გამორჩეული, ჯილდოს მფლობელი სხვადასხვა სახეობის ღვინო წარადგინა.

გამოფენის ფარგლებში, გაიმართა კონკურსი და გამარჯვებული ღვინო 3 კატეგორიაში გამოვლინდა, რომელთაც ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

კონკურსზე, სხვადასხვა ნომინაციაში, 11 ბოლნისური მარანი დაჯილდოვდა.