დღეს საქართველოში გლოვის დღეა

შოვში მომხდარი სტიქიის გამო, დღეს საქართველოში გლოვის დღეა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლის, პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე სამინისტროების შენობებზე დროშები 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე დაუშვეს.

შეგახსენებთ,შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები კვლავ განაგრძობენ დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის სამუშაოებს.