საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა.
შოვში, სტიქიის ზონიდან ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დილიდან განახლდა. დღეს გამთენიისას სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს.გუშინ, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 70 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.