რაჭაში 2 დაკარგულს ისევ ეძებენ

სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.შოვში ორ დაკარგულს ისევ ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 დაღუპულის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია.

ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

შეგახსენებთ რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.