რიკოთზე 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია

default

რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით,პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია.

ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს

ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია

#ინფრასტრუქტურა2023