გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუს მიაღწევს. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, და +39 გრადუს მიაღწიოს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +39 –სა და +41 გრადუსს.
სააგენტოს თანახმად, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობის პროცესებს გააქტიურებს.
მაღალი ტემპერატურის დროს, მოსალოდნელი ორგანიზმის გაუწყლოების, გამოფიტვის ან დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, მოსახლეობას რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. სპეციალისტები მოსახლეობას, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გრილ ადგილას ყოფნას, სითხის მიღებას და ფიზიკური აქტივობის შემცირებას ურჩევენ.
ტემპერატურის კლება საქართველოში 22 აგვისტოდანაა მოსალოდნელი.