რუსთაველი,სანდრო მეგრელიშვილი ტაეკვონდოში ევროპის პრიზიორი გახდა

რუსთაველი პარა სპორტსმენი სანდრო მეგრელიშვილი ტაეკვონდოში ევროპის პრიზიორი გახდა.

სპორტსმენი ჰოლანდიაში, როტერდამში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდა.

მეგრელიშვილმა 63 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.