განათლების და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის სახელობის ფონდის გრანტის ფარგლებში დაფინანსებეული პროექტის -,,შეიმეცნე შენი ისტორია“ ფარგლებში, რუსთავის ისტორიულ მუზეუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ბავშვების ჯგუფი ეწვია.
პროექტი, რომელიც ემიგრანტი მოზარდებისთვის საქართველოს ისტორიის და კულტურის გაცნობას ისახავს მიზნად, დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანის და ფაზისის აკადემიიის წარმომადგენლის ეკა კარტოზიას ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის ფარლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული ემიგრანტი ბავშვები რუსთავის ისტორიას გაეცნენ.
მსოფლიოს სხავადსხვა ქვეყნის ქართული დიასპორის წარმომადგენელი მოზარდები, საქართველოს სხვა ქალაქებსაც ესტუმრებიან.
4 აგვისტოს, კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტი, ემიგრანტ ბავშვებს სამახსოვრო პრიზებსაც გადასცემს.