რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზიას ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს.
საერთო ჯამში, 2023 წლის ბიუჯეტის, როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების ნაწილის გეგმა განისაზღვრა 113,127,9 ათასი ლარით.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიან სარგებლობების ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის საკითხებს.
სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დაამტკიცეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 ობიექტის საპრივატიზებო ნუსხა და საპრივატიზებო ობიექტების გეგმა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, თანხმობა მიეცა შპს კლუბურ თეატრ ბრავოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე.