რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო

რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი 200-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გიორგაძე და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები დაესწრნენ.

გამოფენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და რუსთავის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.