რუსთავში მრავალფუნქციურ სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციურ სპორტული კომპლექსის მშენებლობა სრულდება

მათივე ცნობით ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტულ კომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის, – კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები ეწყობა

ასევე ცნობილია, რომ კომპლექსი მოიცავს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ და საჭირო სივრცეებსა და სათავსოებს – გასახდელებს, ინვენტარის შესანახ და დასასვენებელ ოთახებს, სველ წერტილებს

ეწყობა 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და საკონფერენციო დარბაზი

სპორტულ კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის ფინანსურინ(ADB) მხარდაჭერით ხორციელდება, მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს

რუსთავის სპორტული კომპლექსის პროექტი შემუშავებულია საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით.