რუსთავში, 13 ასურელი მამის სახელობის ეკლესიაში, მათი მრევლის, 2008 წლის ომში გარდაცვლილი ზაზა ფერაძის მემორიალი გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ფერაძის ხსოვნის პატივსაცემად 15 წელია ეკლესიაში ამ დღეს 24 საათიანი ლოცვა აღევლინება.
მემორიალის გახსნას რუსთავის მერის მოადგილე, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ეკლესიის მრევლი ესწრებოდა.