საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო.
აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდიგომ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.
რეისით 325-მა მგზავრმა ისარგებლა.
როგორც ცნობილია,დელი-თბილისი-დელის ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 -ჯერ განახორციელებს.
2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი.