საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს თბილისის საერთაშორისო თასზე დასკვნით მატჩს გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს თბილისის საერთაშორისო თასზე დასკვნით მატჩს გამართავს.

ფინალში მისი მეტოქე მონტენეგრო იქნება. მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა შეკრება 21 ივლისს დაიწყო, გუშინ კი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა.

საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრები გუნდების დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.