საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან 28 წელი გავიდა

28 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან – საქართველოსთვის 24 აგვისტო ისტორიული თარიღია. 1995 წელს პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა. მაშინ უზენაეს კანონს მხარი 159-მა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა 8 წინააღმდეგ წავიდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავდაპირველად, 1921 წლის კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მუშაობდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალი კონსტიტუციის მიღება გადაწყდა. წლების განმავლობაში დოკუმენტმა არაერთი ცვლილება განიცადა.