საქსტატი ინფორმაციას ავრცელებს – რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში?

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე კი 0,3% იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1%-ით განისაზღვრა.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფის ფასების წლიური პროცენტული ცვლილება შემდეგნაირად გადანაწილდა:

სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები 11,1%-ით გაიზარდა, რაც 0,59 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები უმეტესწილად მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

  • საფინანსო მომსახურება – 27,9%;
  • პირადი ჰიგიენა – 9,0%;

ფასებმა მოიმატა საცხოვრებელი, წყლის, ელ.ენერგიისა და აირის ჯგუფშიც, სადაც მატებმა 4,9% შეადგინა. ჯგუფის წვლილი წლიურ ინფლაციაში 0,51% არის. ფასები გაიზარდა: 

  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთების ქვეჯგუფში და ზრდამ 12,3% შეადგინა;
  • ფაქტიურლი გადასახადი საცხოვრებლებზე – 10,3%-იანი ზრდა;

ალკოჰოლური სასმელები და თაბაქოს ჯგუფის პროდუქტები გაძვირდა 6,3%-ით, რაც 0.43
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია: 

  • ალკოჰოლურ სასმელებზე – 7,5%-ით;
  • თამბაქოს ნაწარმზე – 5,0%-ით;

წინა წელთან შედარებით 1,2%-ით მოიმატა ფასებმა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, თუმცა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს არ აქვს გამოყოფილი ის ქვეჯგუფები და პროდუქტები, რომლებიც გაძვირდა.

ფასების კლებაა აღწერილი ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ფასები 12,1%-ით შემცირდა, რაც -1,53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე:

  • ფასი შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 18,6%-ით;
  • ამასთან ერთად, 3,8%-ით გაძვირებულია სატრანსპორტო მომსახურება;

ფასების 6,9%-იანი კლება დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში, რაც -0,57 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე: 

  • 17,3%-ით შემცირდა ფასები აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე;
  • 12,5%-ით გაიზარდა ფასები ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე;
  • 6,4%-ით გაძვირდა საავადმყოფოების მომსახურეობა;