სტიქიის ზონაში გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში მუშაობდა, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“,-

ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში