რაჭაში სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ორ დაკარგულს ისევ ეძებენ.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 გარდაცვლილის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.
შეგახსენებთ რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.