ხვალ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების სამი მხრიდან წარმოება გახდება შესაძლებელი

“საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, სტიქიის ზონაში, გუშინ ღამესვე მობილიზებული იყო საჭირო ტექნიკა. დღეს დილიდან განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები,”- ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შეჯამებისას განაცხადა

გიორგი წერეთლის თქმით, კურორტ შოვთან გადასასვლელი გზისთვის, ამ წუთებშიც, გრძელდება დროებითი სირმის ხიდის აწყობა. ხვალ ხიდი უკვე აღდგენილი იქნება და შესაძლებელი გახდება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების სამი მხრიდან წარმოება

“დღეს აქტიურად ვმუშაობდით მდინარის კალაპოტში, მოვახერხეთ და გადავედით მდინარის მეორე ნაპირზე, შევედით კურორტ შოვის ტერიტორიაზეც. დამატებით, ვაკეთებთ მეორე მისასვლელ გზასაც,”- აღნიშნა გიორგი წერეთელმა