უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, სამართალმცოდნე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა.

კოტე კუბლაშვილი 2000-2002 წლებში იკავებდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, ასევე სამინისტროს საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2000 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად დაინიშნა.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის მეურვეთა საბჭოს წევრი, შემდეგ კი ფონდის დირექტორი.