შოვში,სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში,სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა.