შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

შოვში სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.

18 გარდაცვლილი, 12 იდენტიფიცირებული და 17 დაკარგული – ასეთია 6 აგვისტოს  მონაცემებით შოვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგები.

სტიქიის ეპიცენტრია კოტეჯების ტერიტორია, სადაც მაშველებმა ყველაზე მეტ ცხედარს მიაგნეს. სამძებრო სამუშოები უწყვეტად გრძელდება. ადგილზე მუშაობს ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.