შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა,16 ადამიანს კი ეძებენ.
დაღუპულთაგან 14 ადამიანი იდენტიფიცირებულია.
სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, სულ ადგილზეა მობილიზებული 100 -ზე მეტი სპეციალური ტექნიკა, აქედან 86 ერთეული მძიმე ტექნიკა ჩართულია საძიებო სამუშაოებში 8 პრიორიტეტულ მდებარეობაზე
სამუშაოები გრძელდება და დამატებითი და გაფართოვებული დავალებებისთვის, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი.