„თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შოვის სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება… მე ამ ფოტოზე ვერ გეტყვით… ერთი რომ, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.