წყლის მიწოდება შეიზღუდება

კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის ქუჩაზე N18 -თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 10 აგვისტოს 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
რჩეულიშვილის, გრანელის, გიორგაძის, კამოს, ჩაპაევის, ჩეზოვის, ბარნოვის და სამგორის ქუჩებს

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით