ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.