ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა

ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ასობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა და როგორც შტატის გუბერნატორი აცხადებს, მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.

ცნობილია, რომ ჰავაიზე ხანძარს 8 აგვისტოს შემდეგ ებრძვიან.