2023 წლის 1 აგვისტოდან რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას გაივლის
როგორც მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოში აცხადებენ გეგმიური შემოწმების გამო აგვისტოს თვეში ავტობუსების მოძრაობის დროის ინტერვალი მცირედით შეიცვლება,
სექტემბრის თვიდან კი ქალაქში ტექნიკურად გამართული და მოწესრიგებული მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებს.
გთავაზობთ ავტობუსების მოძრაობის (აგვისტოს თვე)
შეცვლილი ინტერვალების გრაფიკს:
N 1 ავტიბუსი იმოძრავებს 22 წუთიანი ინტერვალით
N 2,3,4 ავტობუსები – 20 წუთიანი ინტერვალით
N 5,6 ავტობუსები – 30 წუთიანი ინტერვალით
N 7 ავტობუსი – 18 წუთიანი ინტერვალით
N 20 ავტობუსი – 20 წუთიანი ინტერვალით.









