12 აგვისტოს, ბოლნისის კინოთეატრში საქველმოქმედო ფილმის ჩვენება გაიმართება

ბოლნისის კინოთეატრში ბოლნისის მერიის ახალგაზრდული საბჭო, წითელ ჯვართან თანამშრომლობით, 12 აგვისტოს 20:00 საათზე  საქველმოქმედო ფილმის ჩვენება განხორციელებს.

კინოთეატრში ფილმი – ,, რაჭა, ჩემო სიყვარულო” იქნება ნაჩვენები და ბილეთის ფასი სიმბოლურად 5 ლარს შეადგენს.

აღნიშნული ღონისძიება რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართება.