15 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან

15 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან.

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ექვსი რუსთაველი ჯარისკაცი – კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი, სერჟანტი კახაბერ თავგორაშვილი, კაპრალი ლევან იოსებიძე, კაპრალი გიორგი ჯავახიშვილი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე და სერჟანტი ბესიკ კაპანაძე დაიღუპნენ.

ექვსივე მათგანი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.