17 აგვისტოს,ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 აგვისტოს 08:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტს ჯანდარაში. 

11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ჯორჯიაშვილი, აბრამეთი, ხოპისი, ქსოვრეთი, ჩხიკვთა, მადანი, ვაკე, გუდარეხი, თეთრიწყაროში ტაბიძის, სულხან საბას, ორბელიანის, ლომონოსოვის, აღმაშენებლის, კეცხოველის, გრიბოედოვის, თევდორე მღვდლის ქ.

11:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ გიულბახში. 11:00-დან 11:30 საათამდე  და 14:00-დან 15:00 საათამდე – სოფლებში ხოჯორნი, ბრდაზორი.

13:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში.

16:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს დმანისში 9 აპრილის, წმ. ნინოს, ცურტაველის, თავისუფლების, 26 მაისის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.