19-21 აგვისტოს, ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აგვისტოს 02:00-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში ტაბიძის, ერისთავის, ორბელიანის, ტურგენევის, ღლონტის, სანაპიროს, ლეონიძის, პუშკინის, ქუჩიშვილის, ქაშაკაშვილის, ლესელიძის, ბესიკ კაპანაძის ქუჩებზე, მე-8, მე-12, მე-16 მიკრორაიონებში. 21 აგვისტოს 10:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მე-8, მე-7 მიკრორაონებში, შარტავას, ქუთაისის ქუჩებზე.  12:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს რუსთავში მე-7, მე-17, მე-8, მე-7 ბ, მე-20, 21-ე მიკრ.

21 აგვისტოს 08:00-დან 08:05 საათამდე – აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, აზიზბეკოვის, ჭავჭავაძის, ლესელიძის, სადგურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ნაზარლო, ქესალო, ვახტანგისი, თაზაქენდი, ბირლიკი, ბოტანიკა,  თბილწყარო, სიხნო. 13:00-დან 14:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, გამარჯვება, ვაზიანი, ლოჭინი, დიდი ლილო, კახეთის გზატკეცილზე. 

21 აგვისტოს 10:30-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ლოქჭანდარი, გორა, კამიშლო, გუგუთი. 10:30-დან 11:30 საათამდე და 19:00-დან 20:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ზემო ოროზმანი, დალარი, ანგრევანი, მთისძირი, ბაზაქლო, დალარი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.