2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
5-დღიან ომს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე 14 პოლიციელი ემსხვერპლა, დაიჭრა 1 747 ადამიანი. საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა. დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.