22 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 აგვისტოს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში, დარბაზში. 11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს ქ. ბოლნისში აღმაშენებელის, ბარათაშვილის, ფიროსმანის, ბესიკის, გოგებაშვილის, ერეკლე მეფის, სტალინის, თავისუფლების, ლეჩხუმის, 300 არაგველის, ალ.ყაზბეგის, კ. გამსახურდიას, დ.გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 16:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნორიო, მარტყოფი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.