24 აგვისტოს, ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში ლეონიძის, მესხიშვილის, შარტავას, მეგობრობის, ლესელიძის ქუჩებზე, მე-14, მე-15, მე-16 მიკრორაიონებში. 

06:00-დან 10:00 საათამდე – აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-კილისა, არწივანი, საყდრიონი, კუში, ავრალნო, ოზნი, გუმბათი, ბურნაშეთი და მიმდებარე სოფლებში.

08:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტს ჯანდარაში. 11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ახალი სამგორი, ლემშვენიერა, სამგორი. 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი, ნაზარლო. 12:00-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს მარტყოფში. 12:00-დან 12:30 საათამდე და 15:00-დან 15:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მარტყოფი, საცხენისი, დიდი ლილო, სააკაძე.

12:00-დან 13:00 საათამდე – აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუმისი, წყალმშენის აგარაკები, თელეთი, კუმისის აგარაკები და მიმდებარე დასახლებებში. 14:00-დან 15:00 საათამდე – აბონენტებს სოფელ წერეთელში, მარნეულში მერაბ კოსტავას, ტაბიძის, ნიზამის, ნარიმანოვის, საიათნოვას, ჯაფარიძის, სამედ ვურგუნის და მიმდებარე ქუჩებზე.

14:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დმანისში გამსახურდიას, ცოტნე დადიანის, აღორძინების, თიკანაძის, გოგებაშვილის, გამარჯვების, 9 აპრილის ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.