„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ, დღეს, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანებიან სტიქიას გადარჩენილი და-ძმა – დავით და მარი ჯელაძეები.
„ვაიმე, ამას რას მოვისმინე” -წერს დავით ჯელაძე.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკთხვებს უპასუხა.
ირაკლი კობახიძე შოვის სტიქიის დროს გავრცელებულ ფოტოზე თქვა:
„თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მაგ ტერიტორიაზე მეორე დღეს ვიყავით და იქ გადასვლა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო, ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი…
ეგ ნამდვილად არ ვიცი, გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება… მე ამ ფოტოზე ვერ გეტყვით… ერთი რომ, რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, იმიტომ, რომ უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.