რეფერენტული ფასი 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 2 300-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.

არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა.

ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7 000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება.

რეფორმის მიზანი არის მოქალაქეებისათვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება.