რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავის №25 და №26 საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ასრულებს.
პროექტი საქართველოს მთავრობა დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. ორივე სკოლის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.









