შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
მაშველებმა მეცამეტე გარდაცვლილის ცხედარი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად 13 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ეპიცენტრში კვლავ მიმდინარეობს დაკარგული ადამიანების ძებნა.
მაშველებმა 210 ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა უკვე მოახერხეს.