დავით შერაზადიშვილი „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანმა არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა“ ახორციელებს პროექტს „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“. პროექტის მიზანია ადვოკატირების კამპანიის წარმოება – მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის ჯანდაცვის მიმართულებით არსებული სახელმწიფო ან/და შეღავათიანი პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.

პროექტი „ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“, HEKS-EPER Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.