კომპანია ,,რუსთავის წყლის” სპეციალური განცხადება

ხვალ, 20 სექტემბერს კომპანია ,,რუსთავის წყალიქალაქ რუსთავში, სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

 

კომპანია აღნიშნულ ქუჩაზე 35 მეტრი სიგრძის წყალსადენის მოძველებულ ქსელს ახლით შეცვლის. მიმდინარე სამუშაოების პარალელურად, გაგარინისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე, ასევე ხრამის სათავე ნაგებობის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთებზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

 

რთული ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 სექტემბერს, დილის 10:00  საათიდან  21 სექტემბრის  საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, ტაბიძის, ახვლედიანის, გაგარინისბალანჩივაძის, ჭავჭავაძის, წულუკიძის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, შიო არაგვისპირელის, ტურგენევის, გუდიაშვილის, მარის არხის, დავით გარეჯის, კონსტიტუციის, ბარათაშვილის 9 მაისის, ქაშაკაშვილის, ოსტროვსკის, მაიაკოვსკის, არაყიშვილის, გრძელიძის, სარაჯიშვილის, .ნიკოლაძის და მიმდებარე ქუჩებს;

ბათუმის, ასლანიკაშვილის, რუსთაველის და ლეონიძის ქუჩების ნაწილს, მე-2, მე-4, მე-6; მე-11, მე-12; მე-16-19 მკრორაიონებს, ჭყონდიდელის დასახლებას

 

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქ რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

 

კომპანიარუსთავის წყალიბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანიარუსთავის წყალიაბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით