ოქტომბრის თვიდან მუნციპალურ ტრანსპორტში გადასახადზე კონტროლი მკაცრდება

რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს რეფორმის ფარგლებში ჩამოყალიბდა მონიტორინგის სამსახური,რომელიც სრულად აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით.

დღეიდან,18 სექტემბრიდან,მონიტორინგის სამსახურის მობილური ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა.

როგორც მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსი აცხადებენ ხშირია მგზავრობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევები.ამ ეტაპზე უბილეთო მგზავრები მიიღებენ სიტყვიერ გაფრთხილებას,ხოლო ოქტომბრის თვიდან იქნება მკაცრი მიდგომები და დაჯარიმდება ყველა უბილეთო მგზავრი.

შეგახსენებთ,მუნიციპალური რეფორმის ფარგლებში შეღავათიანი ტარიფით 60 000 რუსთაველი მოქალაქე სარგებლობს.