რუსთაველმა სპორტსმენებმა ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე 15 საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ შორის 7 ოქროს, 5 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ასევე აიღეს გუნდური მეორე ადგილი.
ტურნირი ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და დიდებში 15 წონით წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა.
შეჯიბრში საქართველოს გარდა 5 ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ირანიდან მოწვეული სპორტსმენები ასპარეზობდნენ.