რუსთავში კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება

რუსთავში კიდევ ერთი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება.

პროექტის ფარგლებში ახალი საზოგადოებრივი სივრცე გმირთა მოედნიდან ცენტრალურ პარკამდე მოეწყობა. მოხდება ხიდის რეაბილიტაცია,მოეწყობა ტროტუარები,ველობილიკები,გარე განათება,მწვანე სივრცეები და სხვადსხვა დასასვენებელი ზონები.

სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად ტენდერი უკვე გამოცხადდა.