რუსთავში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში პირველი მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა.
პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
რეფორმირებული სერვისებისა და მუნიციპალური სერვისების ცენტრის პრეზენტაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.
საქართველოში, პირველი მუნიციპალური სერვისცენტრის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, USAID – ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში – ჯუნიპერ ნილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მოგვიანებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ მენთეშაშვილმა მემორანდუმი გააფორმეს, რომლის საფუძველზეც, ახალ მუნიციპალურ სერვისცენტრში კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგება და მოქალაქეებს კონსულტაციას დასაქმების კუთხითაც გაუწევენ.
ახალ ცენტრში, რუსთაველები ყველა მუნიციპალური სერვისით, ერთ კომფორტულ და თანამდროვე სივრცეში ისარგებლებენ. ცენტრი, სადაც მოქალქეებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან, აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების მისაღებადაც.
სერვისცენტრში ერთად იქნება თავმოყრილი აბსოლუტურად ყველა სახის მომსახურება, რასაც მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სთავაზობს. სოციალური, არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული, კორპუსის კეთილმოწყობის თუ სხვა სახის პროგრამებით სარგებლობას, რუსთაველები ახალ, თანამედროვე სივრცეში შეძლებენ, სადაც მათ უნივერსალური ოპერატორების გარდა, მითერ კონსულტანტები, მუნციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის და მერის წარმომადგენლებიც გაუწევენ საჭირო კონსულტაციას.
მუნიციპალური სერვისების რეფორმა, რუსთავის მერიაში, უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში, უკვე ჩამოყალიბდა რუსთავის მერიის ცხელი ხაზი- 1300, შეიქმნა ახალი სამსახური- მუნიციპალური ინსპექცია, წარმატებით განხორციელდა დასუფთავების სერვისის რეფორმაც. მოქალაქეთა მომსახურების სფეროს სრული რებრენდინგი, რუსთავის მერიაში მიმდინარე რეფორმის ერთ- ერთი მთავარი მიმართულებაა.