ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა 2023“ გაიმართა

დღეს, 23 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული  „ბოლნისქალაქობა 2023“ გაიმართა.

ღონისძიებები ძველ გერმანულ უბანში 16:00 საათიდან დაიწყო.

ღონისძიების სტუმრებს საბავშვო ,შემეცნებით-გასართობი და სპორტული სივრცეები, ანიმატორები, ანიმაციური გმირები, ქუჩის კარნავალი, ატრაქციონები, ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ქართული ნუგბარის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.

გაიმართა ყურძნის საზეიმო დაწურვა.

ღონისძიების ბოლოს 18:00 საათზე კი მოეწყო დასკვნითი კონცერტი,რომელშიც მონაწილეობა : ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონი“, კვარტეტმა „რანინა“, ჯგუფმა ,,Reggaeon” და ,,Tamada”-მ მიიღო.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაც.